NDI-ს რეიტინგები - კვირის პალიტრა

NDI-ს რეიტინგები

NDI-ს კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 29% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა,  10% - "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, 5% - ნინო ბურჯანაძეს, 4% - გიორგი თარგამაძეს, 3% - შალვა ნათელაშვილს.  გამოკითხულთა 2-2% კი აცხადებს, რომ პრეზიდენტად ისურვებდნენ მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს, იმის მიუხედავად, რომ ისინი კენჭს არ იყრიან. ამავე კვლევის თანახმად, კოალიცია "ქართული ოცნება" რესპონდენტთა 52%-ის შეხედულებებთან დგას ყველაზე ახლოს. წინა კვლევებში ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა. ამ კუთხით უცვლელია "ნაციონალური მოძრაობის" მაჩვენებელი - ეს პარტია კვლავ გამოკითხულთა 10%-ის შეხედულებებთან დგას ყველაზე ახლოს. კვლევის მიხედვით, ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერი დავით ბაქრაძეა - 48%. შემდეგ ადგილზე 38%-ით სალომე ზურაბიშვილია, 32%-ით გიორგი თარგამაძე, 28%-ით კახა კუკავა, 25%-ით გიგი უგულავა, 23%-ით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 21%-ით ნინო ბურჯანაძე, 20%-ით გიორგი ბარამიძე, 17%-ით ვანო მერაბიშვილი.