NDI-ს რეიტინგები
22-07-2013
NDI-ს კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 29% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა,  10% - "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, 5% - ნინო ბურჯანაძეს, 4% - გიორგი თარგამაძეს, 3% - შალვა ნათელაშვილს.  გამოკითხულთა 2-2% კი აცხადებს, რომ პრეზიდენტად ისურვებდნენ მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს, იმის მიუხედავად, რომ ისინი კენჭს არ იყრიან. ამავე კვლევის თანახმად, კოალიცია "ქართული ოცნება" რესპონდენტთა 52%-ის შეხედულებებთან დგას ყველაზე ახლოს. წინა კვლევებში ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა. ამ კუთხით უცვლელია
"ნაციონალური მოძრაობის" მაჩვენებელი - ეს პარტია კვლავ გამოკითხულთა 10%-ის შეხედულებებთან დგას ყველაზე ახლოს. კვლევის მიხედვით, ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერი დავით ბაქრაძეა - 48%. შემდეგ ადგილზე 38%-ით სალომე ზურაბიშვილია, 32%-ით გიორგი თარგამაძე, 28%-ით კახა კუკავა, 25%-ით გიგი უგულავა, 23%-ით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 21%-ით ნინო ბურჯანაძე, 20%-ით
გიორგი ბარამიძე, 17%-ით ვანო მერაბიშვილი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?