პატრიარქმა ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია II-მ მახათას მთაზე ისტორიული ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. უწმინდესმა კომპანია "BK Capital"-ის დამფუძნებლის, შოთა ბერიკაშვილისა და ფონდ "ივერიისას" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძისგან მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა და მშენებლები დალოცა. პატრიარქმა ტაძრის შუაგულში სანთელიც დაანთო. ჟურნალისტებმა უწმინდესს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზეც ჰკითხეს, თუმცა პატრიარქმა კომენტარი არ გააკეთა. მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის საძირკველი 2011 წლის 12 მაისს ეკურთხა, 2012  წლის 17 აპრილს ტაძრის საძირკველი გაიჭრა, ხოლო 2013 წლის 7 მაისს მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო. ტაძრის მშენებლობა 2700 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს, ტაძრის სიგრძე - 60 მეტრი, სიგანე - 32 მეტრი, სიმაღლე ჯვრის ძირამდე კი 51 მეტრი იქნება.