დიმიტრი შაშკინი განათლების მინისტრად დაინიშნა - კვირის პალიტრა

დიმიტრი შაშკინი განათლების მინისტრად დაინიშნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრად სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, უკვე ყოფილმა მინისტრმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე თვის წინ უცხოეთში სასწავლებლად წასვლის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამ თვეების განმავლობაში იგი მუშაობას პრემიერის თხოვნით კვლავ აგრძელებდა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გვარამიას მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პოსტზე დიმიტრი შაშკინი დაინიშნება, რომელსაც მენეჯმენტისა და დიალოგის კარგად წარმართვის დიდი გამოცდილება აქვს.

ეს საკადრო ცვლილება კულუარებში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დაპირისპირების შედეგად აღიქვეს, - ადეიშვილის ყოფილი მოადგილის სასწავლებლად გაშვება მერაბიშვილის გამარჯვებად მოინათლა.