მიხეილ სააკაშვილი "აღიარების ორდენით" დაჯილდოვდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი "აღიარების ორდენით" დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ლატვიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიიღო.

პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ გამართული მოლაპარაკების შემდეგ ლატვიის პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ლატვიის უმაღლესი ჯილდო - "აღიარების ორდენი"" გადასცა.

ეს ორდენი მინიჭებული აქვთ ინგლისის დედოფალს, პოლონეთის პრეზიდენტსა და სხვა ცნობილ მოღვაწეებს.