სატელეფონო მოსმენების მონიტორინგი მოითხოვეს - კვირის პალიტრა

სატელეფონო მოსმენების მონიტორინგი მოითხოვეს

საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ საქმიანობაზე საპარლამენტო მონიტორინგს ითხოვს.

დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ მონიტორინგი საჭიროა როგორც თვალთვალსა და მოსმენებზე, ისე შესაბამისი აპარატურის შეძენასა და ამ მხრივ თანხების ხარჯვაზეც. მისივე თქმით, საპარლამენტო მონიტორინგის ჯგუფში ყველა ფრაქციის წარმომადგენელი უნდა შევიდეს და მას აუცილებლად საპარლამენტო უმცირესობის წევრმა უნდა უხელმძღვანელოს.