მიზანმიმართული კამპანია? - კვირის პალიტრა

მიზანმიმართული კამპანია?

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს პარტიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს.

მისი თქმით,  ედპ-ს "გეგმაზომიერად ჩხვლეტენ" შაშიაშვილი, სარიშვილი და "რესპუბლიკელები".

ქარდავას განმარტებით, სარიშვილმა, რომელიც პარტიიდან რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო იქნა გაძევებული, განაცხადა, რომ ედპ-ის დაბრუნება უნდა, შაშიაშვილი კი პარტიას "ნაცმოძრაობასთან" გარიგებაში ადანაშაულებს, რის სანაცვლოდაც თითქოს ედპ-ს ოფისიც კი გადასცეს. "იგივე ბრალდება აქვთ რესპუბლიკელებსაც", - დასძინა ედპ-ის ლიდერმა და განაცხადა, რომ მათ 1994 წელს "სისხლითა და ოფლით წაართვეს კომკავშირელებს ოფისი და ის არავის საჩუქარი არ არის. ამის დასადასტურებლად ქარდავამ ქალაქ თბილისის მერიის იმდროინდელი განკარგულების ასლი წარმოადგინა, რის საფუძველზეც მათ ოფისის ფლობისა და სარგებლობის უფლება მიეცათ. განკარგულებას თბილისის იმდროინდელი მერი ნიკო ლეკიშვილი აწერს ხელს.