პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა - კვირის პალიტრა

პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი მთავრობის მხრიდან არ იყო განხილული, პარლამენტმა მთავრობის პოზიცია არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება პირველი მოსმენით მიიღო. "ამით არაფერი დაშავებულა. ვფიქრობ, მოვახერხებ უმრავლესობას ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება. არ შეიძლება ბიზნესთან შეუთანხმებლად ბიზნესს უკარნახო. ბანკებს იპოთეკური სესხები აქვთ გაცემული და შესაძლებელია ისინი დაზარალდნენ. ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელი და აბსურდულია" - აღნიშნა ივანიშვილმა. კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, სასესხო ან იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელება 1-ელ თებერვლამდე შეჩერდება.