ივანიშვილის განცხადება
29-07-2013
ივანიშვილის განცხადება
პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს და მან არჩევნებისას  მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი რამდენჯერმე დააყენა. მისივე თქმით, მაჟორიტარებისთვის რეგიონები არავის ჩაუბარებია და თუ ჰგონიათ, რომ რეგიონი თვითონ უნდა მართონ, ძალიან ცდებიან. ივანიშვილმა მოგონილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა,  პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კანონპროექტი მოამზადოს. "სააკაშვილის ამნისტიის საკითხს ერთი და ორი პიროვნება ვერ გადაწყვეტს. ეს ყველაფერი გადაწყდება და გაკეთდება ისე, როგორც ჩვენს საზოგადოებას მოესურვება",
- აღნიშნა ივანიშვილმა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით