კვირიკაშვილი ვიცე-პრემიერია - კვირის პალიტრა

კვირიკაშვილი ვიცე-პრემიერია

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ვიცე-პრემიერად ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა. კვირიკაშვილმა ამ პოსტზე პრეზიდენტობის კანდიდატი   გიორგი მარგველაშვილი შეცვალა, რომელმაც როგორც ვიცე-პრემიერის, ისე განათლების მინისტრის თანამდებობები დატოვა და დროს მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიას დაუთმობს. კვირიკაშვილის განცხადებით, მისი  უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკა იყო  და მომავალშიც ასე იქნება. მისივე თქმით, ეკონომიკური გუნდი მწვავე პრობლემების გადასაჭრელად ინტენსიურად მუშაობს.