"საქართველოს ვერაფერს დააკლებენ"
29-07-2013
"საქართველოს ვერაფერს დააკლებენ"
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ "მტერი საქართველოს ვერაფერს დააკლებს. იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი დგას საქართველოს სადარაჯოზე და ღმერთმა ინებოს, რწმენა ჭეშმარიტი სარწმუნოების, სიყვარული და სიხარული სუფევდეს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში... წარსულში ჩვენმა ერმა, ჩვენმა ქვეყანამ დიდი საგმირო საქმეები გამოავლინა. სულ ბრძოლაში იყო საქართველო. ხშირი შემთხვევა იყო, როცა გამარჯვებული გამოდიოდა, ასევე იყო მრავალი შემთხვევა, როცა დამარცხებული ვიყავით, მაგრამ ქართველი ერი მაინც დიდ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს,
ჩვენს წარსულს. მთავარი საზრუნავია -  ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო საქართველო".

გასულ კვირას უწმინდესი რუსეთში იმყოფებოდა. პატრიარქი კრემლში რუსეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ამ ქვეყნის გაქრისტიანების 1025 წლისთავს ეძღვნებოდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით