სახალხო დამცველმა ცოტნე გამსახურდია მოინახულა - კვირის პალიტრა

სახალხო დამცველმა ცოტნე გამსახურდია მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ცოტნე

გამსახურდია მოინახულა.

სახალხო დამცველთან საუბრისას ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, რომ შიმშილობა შეწყვიტა და დაწესებულების ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არა აქვს.

ცოტნე გამსახურდიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ერთადერთი მოთხოვნა ობიექტური გამოძიებაა. როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, ის შეისწავლის ცოტნე გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმეს და თავისი მანდატის ფარგლებში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.