მკვლელობა ბათუმში - კვირის პალიტრა

მკვლელობა ბათუმში

22 ივლისს ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს 16 წლის მარიამ კოჩალიძის ცხედარი იპოვეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მკვლელობაში ბრალდებულია ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანი, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. შსს-ს ინფორმაციით, ირანელი ერთი თვის განმავლობაში ბულვარის ბოლოს, ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. მან სარფის გავლით თურქეთში გადასვლა შეძლო. საქართველოს შს მინისტრმა მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაში დახმარება თურქ კოლეგას სთხოვა. ძებნაში ინტერპოლიც ჩაერთო (ვრცლად იხ. გვ. 5, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).