ჰამარბერგის რეკომენდაცია - კვირის პალიტრა

ჰამარბერგის რეკომენდაცია

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თომას ჰამარბერგის რეკომენდაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი  ფარული ჩანაწერები კრიმინალურია და უნდა განადგურდეს. "ნებისმიერი შანტაჟი ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიჩნეულ უნდა იქნეს მძიმე დანაშაულად. მიზანი უნდა იყოს ჩანაწერებში ასახული ყველა პირის კონფიდენციალურობის დაცვა. მნიშვნელოვანია, შეგროვდეს მტკიცებულებები დამნაშავეების წინააღმდეგ. ჩემი წინადადებაა, რომ ამ ორი მიზნის გათვალისწინება მოხდეს ჩანაწერების სწორი, სწრაფი და ეფექტური შესწავლისას", - აცხადებს  ჰამარბერგი და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩაებმებიან.