ზურაბიშვილი მოადგილე აღარ იქნება
29-07-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ ქეთევან ნატრიაშვილი დაინიშნა. მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება. საპასუხოდ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. "ალბათ მიიჩნევენ, რომ მე არა ვარ კომპეტენტური. სიმართლე გითხრათ, ეს არ არის მარტო ახალი მინისტრის პოზიცია, ასეთი იყო ძველი მინისტრის შეფასებაც", - აღნიშნა ზურაბიშვილმა და მიანიშნა, რომ შესაძლოა, ეს "რესპუბლიკურ" პარტიაზე შეტევაც იყოს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით