ჭაკუა აიყვანეს - კვირის პალიტრა

ჭაკუა აიყვანეს

პროკურატურის ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, ავსტრიაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა დააკავეს. მას ვენის სასამართლომ 5.000 ევროს ოდენობის გირაო შეუფარდა და ავსტრიის დატოვება აუკრძალა. პროკურატურის ცნობით, ავსტრიის იუსტიციის სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა  ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის საკითხის განხილვის თაობაზე.

თუმცა ჭაკუას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის მტკიცებით, ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადიცია გამორიცხულია. მისივე თქმით, ჭაკუა კი არ დაუკავებიათ, თავად ჩაჰბარდა ავსტრიელ სამართალდამცველებს. ჭაკუას გადაწყვეტილი აქვს თავისი სიმართლე დაამტკიცოს, თუმცა ამის გაკეთებას ავსტრიაში აპირებს, რადგან ქართული მართლმსაჯულების არ სჯერა.