ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატია - კვირის პალიტრა

ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატია

თბილისში, "ექსპოჯორჯიაში" გამართული შემაჯამებელი პრაიმერის შედეგად, "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა. პრაიმერის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. "ნაციონალებს" პოლიციის კორდონი იცავდა. აქციის ერთ-ერთ მონაწილესა და დეპუტატ გიორგი კანდელაკს შორის შელაპარაკება სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. მოქალაქეები "ექსპოჯორჯიაში" შეღწევას ცდილობდნენ, რასაც პოლიციასთან მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს."ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა კი, საპროტესტო აქციის ორგანიზატორ პარტიებსა და ორგანიზაციებს "ქართული ოცნების" დანამატები უწოდეს.