შიხიაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარე - კვირის პალიტრა

შიხიაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარე

თბილისის საკრებულოს წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე თავმჯდომარის პოსტიდან ზაალ სამადაშვილი გადააყენეს და 24 ხმით ერთის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" წევრი, ყოფილი "ნაციონალი" ირაკლი შიხიაშვილი აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი გახდა. შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა "რესპუბლიკელი" გულიკო ზუმბაძე. მისი განცხადებით, ირაკლი შიხიაშვილი შს სამინისტროს კადრია. თბილისის მერმა შიხიაშვილს მედროვე უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ახალი კონფიგურაციის საკრებულოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).