"ქვას ქვაზე არ დავტოვებ" - კვირის პალიტრა

"ქვას ქვაზე არ დავტოვებ"

"ქვას ქვაზე არ დავტოვებ, თუ არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან. თავს არ დავზოგავ და ამ უავტორიტეტო ხელისუფლებას არჩევნებს არ გავაყალბებინებ", - განაცხადა

ზურაბ ნოღაიდელმა გურულ თანაგუნდელებთან შეხვედრისას.

ექსპრემიერმა თანაგუნდელებს ამოცანა დაუსახა: მოძრაობის კანდიდატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, ხოლო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ღირსეულად უხელმძღვანელებენ თავიანთ სოფელს თუ რაიონს.

"შიდაპარტიული კონტროლის" გავლის შემდეგ მოძრაობის კანდიდატებს მარტის ბოლოს  დაამტკიცებენ. ზურაბ ნოღაიდელი შესაძლო კანდიდატებისგან მოითხოვს, მოემზადონ შიდაოპოზიციურ პრაიმერში მონაწილეობისთვის.