დედაქალაქის მერობისთვის ვალერი კვარაცხელიაც იბრძოლებს - კვირის პალიტრა

დედაქალაქის მერობისთვის ვალერი კვარაცხელიაც იბრძოლებს

პარტიამ "ნეიტრალური საქართველო" თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა ვალერი კვარაცხელია, რომლის თქმით, ის უალტერნატივო კანდიდატია, აქვს სხვა

პრინციები, სხვა ხედვები, პოლიტიკური მიზნები" და არჩევნებში მისი გამარჯვება საქართველოს გადარჩენისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

კვარაცხელია ერთი კვირით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება. მერობის კანდიდატი ალექსანდრე ებრალიძესთანაც აპირებს შეხვედრას.