საფრანგეთში მცხოვრები ქართველების პეტიცია - კვირის პალიტრა

საფრანგეთში მცხოვრები ქართველების პეტიცია

საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს ინიციატივით ფრანგული გემ "მისტრალის"" რუსეთისთვის მიყიდვის საწინააღმდეგო პეტიცია შედგა.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა იულონ გაგოშიძემ მოუწოდა ქართველთა სათვისტომოებს მთელ მსოფლიოში, მხარი დაუჭირონ საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ინიციატივას და ხელი მოაწერონ პეტიციას. როგორც გაგოშიძემ  განაცხადა, პეტიციაზე არა მარტო უცხოეთში მცხოვრები ქართველები მოაწერენ ხელს, არამედ ყველა, ვისაც გაცნობიერებული აქვს ის საფრთხე, რასაც ""მისტრალის"" რუსეთის მფლობელობაში გადასვლა შეუქმნის ევროპის ქვეყნებს.

პეტიციის ტექსტში ქართული დიასპორა შეშფოთებას გამოთქვამს საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილების გამო".

"გვინდა შევახსენოთ საფრანგეთის მთავრობას, რომ რუსეთი, სარკოზი-მედვედევის სამშვიდობო შეთანხმების მსგავსად, კვლავ დაარღვევს პირობას და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას გააგრძელებს"'', - ნათქვამია პეტიციაში.