ბაღაფშმა ხმათა 57% მიიღო - კვირის პალიტრა

ბაღაფშმა ხმათა 57% მიიღო

ამომრჩეველთა გამოკითხვის თანახმად, სეპარატისტული აფხაზეთის ამჟამინდელმა ლიდერმა სერგეი  ბაღაფშმა ხმათა 57% მიიღო.  "ეხო მოსკვის" ცნობით, მეორე

ადგილზე, 18%-ით ბესლან ბუთბაა, ყოფილმა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კი ხმების დაახლოებით 15%  მოიპოვა.

ხაჯიმბამ უკვე განაცხადა, რომ  არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, თუ საარჩევნო კომისია პირველივე ტურში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფშს გამოაცხადებს. იგი დარწმუნებულია, რომ ხმების სამართლიანად დათვლის შემთხვევაში, ბაღაფში პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო 50%-ს ვერ დააგროვებს.