მოვაჭრეებმა რკინიგზა გადაკეტეს - კვირის პალიტრა

მოვაჭრეებმა რკინიგზა გადაკეტეს

აგრარული ბაზრის 150-მდე მოვაჭრემ ოზურგეთში სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტა. გაჩერდა "თბილისი-ოზურგეთის" ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც

სადგურიდან 09.30 საათზე უნდა გასულიყო.

მოვაჭრეების თქმით, დილით ბაზრის ჭიშკრები ჩამოხსნილი, ხოლო დაცვა მოხსნილი დახვდათ, ამიტომ ტერიტორიის დაუცველობის გამო საქონლის ნახევარი მოპარულია. მოვაჭრეების განცხადებით, ოზურგეთში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდა და იქ გადასვლას აიძულებენ. სავაჭრო ცენტრში კი დიდი მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ და ამიტომ აცხადებენ უარს გადასვლაზე.

მოგვიანებით ოზურგეთის სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა. რკინიგზის სადგურიდან მოვაჭრეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც მათ გურიის მხარის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი შეხვდა. როგორც   ჩიტაიშვილმა განაცხადა, მოქალაქეები გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა შეიყვანეს შეცდომაში.