9 დეკემბერი ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა - კვირის პალიტრა

9 დეკემბერი ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას  დაბადების დღის აღსანიშნავად ოჯახის წევრები და მეგობრები  მის საფლავზე შეიკრიბნენ.

დიდუბის პანთეონში იმყოფებოდნენ ზურაბ ჟვანიას დედა, მეუღლე,  შვილები, დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი, "მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი.

როგორც ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა, იგი იმედოვნებს, რომ საქართველოში დადგება დრო, როცა განხორციელდება ყველაფერი, რისთვისაც ზურაბ ჟვანია იბრძოდა: "მოთმინებით ველოდები დროს, როდესაც გამოჩნდება პოლიტიკურ არენაზე პარტია ან პოლიტიკური ძალა, რომელიც იმისთვის იბრძოლებს, რისთვისაც ზურაბი იბრძოდა; ისე მოეწყობა საქართველო, როგორც ის ოცნებობდა".

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას 46 წელი შეუსრულდებოდა.