ექიმის გამოძახება უფასო იქნება - კვირის პალიტრა

ექიმის გამოძახება უფასო იქნება

"H1N1 გრიპის ვირუსის გამო პოლიკლინიკის ექიმის გამოძახება თბილისში უფასო იქნება", - განაცხადა  დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ.

თბილისის მერიამ გადაწყვიტა, დააფინანსოს პოლიკლინიკები და ექიმები, რათა გამოძახება, რომელიც აქამდე 12-დან 20 ლარამდე ღირდა, უფასო იყოს. თბილისის მერია თითოეულ ექიმს გადაუხდის 225 ლარს, ხოლო პოლიკლინიკას თითოეულ ექიმზე - დამატებით 50 ლარს.

დედაქალაქის მერის თქმით, უფასო გამოძახება შეეხება მხოლოდ გრიპის შემთხვევებს. 1000-მდე ექიმი თბილისელებს 4 თვის განმავლობაში მოემსახურება.