ახალაია გაამართლეს - კვირის პალიტრა

ახალაია გაამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი დარახველიძემ ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეებზე ბაჩო ახალაია უდანაშაულოდ ცნო. ახალაიასთან ერთად, მოსამართლემ გაამართლა ამ საქმეებში ბრალდებული სხვა პირებიც. ამასთან, ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილების ნიშნით 7 სპეცრაზმელის წამების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).