"ცოტა დრო გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ცოტა დრო გვაქვს"

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის აზრით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს რაც შეიძლება მალე უნდა დაესვას წერტილი. "პრეზიდენტების თუ პრემიერ-მინისტრების გადაყენება, პასუხისგებაში მიცემა და მით უმეტეს, მკვლელობა ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზარალებელია. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ სიმართლე არ გაირკვა, ეს იქნება კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დამაზარალებელი ყველასთვის და ყველაფრისთვის. ამიტომ, ამ საკითხს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაესვას წერტილი... თუ 4 წელი გამოძიებას მოვანდომეთ, ე.ი. ჩვენშიც არის პრობლემა - კვალიფიკაციის ან სხვა რამის. ამიტომ ასეთი ტიპის საკითხებში სიცხადის შესატანად ცოტა დრო დაგვრჩა. ცოტაში მე არ ვგულისხმობ 2-3 დღეს, მაგრამ არც 2-3 წელს", - განაცხადა უსუფაშვილმა.