გუნავა აღადგინეს კიდეც
05-08-2013
გუნავა აღადგინეს კიდეც
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თენგიზ გუნავა ჯერ შეიწყალა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, გუნავას თანამდებობაზე აღდგენა ადასტურებს, რომ სააკაშვილი ცდილობს, უფლებამოსილების ამოწურვამდე რაც შეიძლება მეტი რამ გააფუჭოს ქვეყანაში. საპასუხოდ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ "იმ პარლამენტს, რომელმაც გაუშვა და შეიწყალა პედოფილები, უამრავი მკვლელი, ნარკობარონი", კრიტიკული შეფასებების გამოთქმის უფლება არა აქვს. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით