დავითაშვილი უმრავლესობას ტოვებს - კვირის პალიტრა

დავითაშვილი უმრავლესობას ტოვებს

დეპუტატი კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. დეპუტატის განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, რომელთა თანახმად, ბაჩო ახალაიას გამართლება დემოკრატიის ზეიმი და სასამართლოს დამოუკიდებლობის დადასტურებაა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნიათო კოაბიტაციის შედეგი და იმ ხალხის დაცინვაა, ვინც სამართლიანობის აღდგენას ელის. "ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ თქვენ მიერ გატარებული კურსისგან დიამეტრულად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას", - მიმართა დავითაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).