"პუტინი დაპირებას შეასრულებს" - კვირის პალიტრა

"პუტინი დაპირებას შეასრულებს"

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს რუსული მხარე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქრისტიანი მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებულ ცალკე დოკუმენტის შექმნას დაჰპირდა. "რუსეთის პატრიარქი ჩვენთან მობრძანდა და სიტყვა მომცა. ეს არის პრეზიდენტ პუტინის აზრიც. მას უთქვამს კიდეც პატრიარქისთვის, რატომ არ შეიტანეთ დოკუმენტში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილების საკითხიო. შემპირდნენ, რომ ამ საკითხს ცალკე განიხილავენ და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ. აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ ლტოლვილების დაბრუნება თავის კერაზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს საამისოდ. რუსეთის პრეზიდენტი, ალბათ, შეასრულებს დაპირებას", - ბრძანა უწმინდესმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით კიევში ვიზიტით მყოფმა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელშიც მსოფლიოს მართლმადიდებელი ერების პრობლემებია განხილული. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).