მაკკეინის განცხადება
05-08-2013
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთის მიერ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლისთვის, ედუარდ სნოუდენისთვის, თავშესაფრის მიცემას მკაცრი განცხადებით გამოეხმაურა: "პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა გავაფართოოთ მაგნიტსკის აქტის სია, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ ადამიანის უფლებების იმ უამრავ დამრღვევს, რომლებიც რუსეთში არსებული დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობენ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ევროპაში ჩვენი სარაკეტო დაცვის სისტემის განლაგება და სწრაფად გადავიდეთ ნატოს გაფართოების მორიგ რაუნდზე, საქართველოს ჩათვლით", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით