პერსონა ნონ გრატა
05-08-2013
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოფიციალურმა ბაქომ ქართველი მწერლები: მაყვალა გონაშვილი, დათო ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 335 პირს, რომელიც აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მთიან ყარაბაღში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. სიაში ასევე მოხვდნენ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი პიტერ სემნები, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა კეროლაინ კოქსი, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი მაქსიმ მიშენკო, იტალიელი მომღერალი ალ ბანო, მომღერალ ფილიპ კირკოროვის მამა, ბედროს კირკოროვი
და ცნობილი საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით