ჩაძირულ გემზე ქართველები იმყოფებოდნენ - კვირის პალიტრა

ჩაძირულ გემზე ქართველები იმყოფებოდნენ

შავ ზღვაში "თურქეთის ქალაქ ერეგლისთან ახლოს სატვირთო გემი "Ogan Bey"  ჩაიძირა.

უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ეკიპაჟის 14 წევრიდან 12-ის გადარჩენა მოხერხდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, გვარად ჯინჭარაძეა. მეორე მეზღვაურს კი, გვარად ჯიჯილეიშვილს, ამ დრომდე ეძებენ. სატვირთო გემი "Ogan Bey" " პანამის დროშით დაცურავდა.