"ნაციონალური" რებრენდინგი - კვირის პალიტრა

"ნაციონალური" რებრენდინგი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სექტემბერში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართება და ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, "ნაციონალები" მერების, დეპუტატებისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურებს შიდა არჩევნების შედეგად წარადგენენ, პარტიის წევრთა 10%-ს კი ყრილობის ნებისმიერ დროს მოწვევის უფლება ექნება. "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოც შეიქმნება, რომელიც სააკაშვილის მტკიცებით, ახალი ლიდერებით დაკომპლექტდება და ყველა ძირითად გადაწყვეტილებას მიიღებს. სააკაშვილის განცხადებების კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ როგორც "მოქალაქეთა კავშირს" არ უშველა რებრენდინგმა, ისე არ უშველის "ნაციონალურ მოძრაობას". (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).