როდის წავა ივანიშვილი?
05-08-2013
ბელგიურმა გამოცემა "ეუობსერვერმა" ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. უცხოელი ჟურნალისტი საქართველოს პრემიერს ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ესტუმრა. სტატიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება. წერილმა საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "ქართული ოცნების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორიც ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელებმა კი პრემიერი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ თანამდებობიდან წასვლაზე ივანიშვილის საუბარი ინვესტორებს არასტაბილურობის შეგრძნებას უჩენს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით