კორტავას საქმე გაიხსნა
05-08-2013
პროკურატურამ გეგუთის კოლონიაში პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმე გახსნა. უწყების ინფორმაციით, კორტავა და უსაფრთხოების ინსპექტორი ილია შანშაშვილი წაკამათდნენ. ციხის თანამშრომელმა "სიტუაციის მოგვარება" პატიმარ შოთა სინაურიძეს (მეტსახელად "ბულდოგას") დაავალა. მსჯავრდადებულებს შორის საუბარი შეხლა-შემოხლით დასრულდა. ამის შემდეგ სინაურიძემ რამდენიმე სხვა პატიმართან ერთად ორჯერ სასტიკად სცემა კორტავას, რის გამოც ის გარდაიცვალა. შანშაშვილმა დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, საქმის ფალსიფიკაცია სცადა და გამომძიებელს უთხრა, რომ პატიმარი კიბიდან დაგორების გამო გარდაიცვალა (ვრცლად იხ. გვ. 6-7).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით