იულია ტიმოშენკო პირობას დებს - კვირის პალიტრა

იულია ტიმოშენკო პირობას დებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო პირობას დებს, რომ ის და მისი გუნდი საქართველოს სეპარატისული რეგიონების: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის

დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებენ.

"ჩვენ საქართველოს ვაღიარებთ, როგორც ერთიან სახელმწიფოს და მხარს არ დავუჭერთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც დაძაბული სიტუაციის შექმნამდე მიგვიყვანს.  ეს ჩვენთვის წმინდა საკითხია, რადგანაც უკრაინაშიც ამ საკითხზე არაადეკვატური დამოკიდებულება არსებობს, ჩვენი ტერიტორიის ხელყოფასაც ყოველთვის ვიღაც ცდილობ", - განაცხადა ტიმოშენკომ.