ევროპაში "თხის გრიპი" გავრცელდა - კვირის პალიტრა

ევროპაში "თხის გრიპი" გავრცელდა

ევროპაში ახალი ტიპის ვირუსი - "თხის გრიპი" გავრცელდა. ახალი ტიპის გრიპით ნიდერლანდებში უკვე დაინფიცირდა 2300 კაცი, მათ შორის ექვსი გარდაიცვალა.

ჰოლანდიის მთავრობამ  ათასობით დაინფიცირებული თხის დახოცვა მოითხოვა.

უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, "თხის გრიპის" სიმპტომები ისეთივეა, როგორიც სხვა გრიპისა. დაავადებულებს აღენიშნებათ ყელის ძლიერი ტკივილი, სურდო, სისუსტე, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა. თუკი დაავადებული თავს არ მიხედავს, იწყება ძლიერი პნევმონია, რასაც შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაფიქსირებულია გრიპის მხოლოდ ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევები, დაავადების ადამიანიდან ადამიანზე გადადება ჯერ არ დაფიქსირებულა.