"დიალოგისთვის მზად ვართ"
12-08-2013
"დიალოგისთვის მზად ვართ"
პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქართული მხარე აფხაზ და ოს ძმებთან დიალოგისთვის მზად არის. "უნდა შევძლოთ და ვაღიაროთ ჩვენი შეცდომებიც, უნდა გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. მზად ვართ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დარწმუნებული ვართ, გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისთვის. საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებს და ოსებს ჩვენკენ და საბოლოოდ დაარწმუნებს, რომ მათი სამშობლო საქართველოა", - აღნიშნა პრემიერმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით