"სწორი გადაწყვეტილება მივიღე"
12-08-2013
"სწორი გადაწყვეტილება მივიღე"
რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ხუთი წლის წინ, როცა საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანება გასცა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმა კრემლთან შეთანხმებული არ არის და თბილისს ცხინვალსა და სოხუმთან უშუალო კონტაქტისკენ მოუწოდა. მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ მიესალმება საქართველოს გაწევრებას ნატოში: "ეს საქართველოსთვისაც ცუდია, არაფერი შეემატება, როგორც სუვერენულ, კარგად განვითარებად ქვეყანას. ამავე დროს, ჩვენს სახელმწიფოებს შორის შეიქმნება მრავალწლიანი დაძაბულობის საფრთხე".
მან დავოსში ქართველ კოლეგასთან შეხვედრაც გაიხსენა და ბიძინა ივანიშვილს პრაგმატული ადამიანი უწოდა. "მან დატოვა ისეთი ადამიანის შთაბეჭდილება, რომელსაც სურს თავისი ქვეყნის აყვავება და აღორძინება, რომელსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური ორიენტირები და პრიორიტეტები, მაგრამ ესმის, რომ უნდა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა (სიუჟეტი იხ.
www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით