"პროკურატურა ფიფიას მოსმენას ითხოვდა" - კვირის პალიტრა

"პროკურატურა ფიფიას მოსმენას ითხოვდა"

ე.წ. ტრაქტორების საქმეში ბრალდებულების ადვოკატ ლევან სამუშიას ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს ფარულად უსმენდა. მისი თქმით, პროკურატურა ამჟამინდელი მინისტრის, შალვა ფიფიას მოსმენასაც ითხოვდა, თუმცა შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. "ამ მოსმენების მოტივი იყო ის, რომ მცირეოდენი მტკიცებულება მაინც მოეპოვებინათ, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, მისი მოპოვება შეუძლებელია", - განაცხადა სამუშიამ. ამასთან, გასულ კვირას ე.წ. ტრაქტორების საქმეში ბრალდებულები გივი ქაიხოსროშვილი და ვაჟა ნახუცრიშვილი სასამართლომ 10-10-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).