შსს-ს მობილურ პატრულს ესროლეს - კვირის პალიტრა

შსს-ს მობილურ პატრულს ესროლეს

"10 აგვისტოს, 10:45 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქვეშში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრავი შსს-ს მობილური პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ერთი გასროლა განახორციელეს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლები, რომელთა შუამავლობით ამოქმედებული ე. წ. ცხელი ხაზის მეშვეობით დროულად მოხერხდა სიტუაციის დარეგულირება. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ამ პროვოკაციულ ქმედებას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესამუშავებელ შეხვედრებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს ინციდენტის სიღრმისეული გამოძიებისკენ", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.