ჯგუშია აიყვანეს
12-08-2013
პოლიციამ პარლამენტის ყოფილი წევრი თენგიზ ჯგუშია დააკავა. არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მერაბ ქვარაია და ჯგუშია სოფელ რიყეში სუფრაზე ერთად იმყოფებოდნენ. მოგვიანებით მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ჯგუშიას მხრიდან გასროლა მოჰყვა. მერაბ ქვარაია არ დაჭრილა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან იარაღის მასრებიც ამოიღეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით