ბაქრაძის შეთავაზება - კვირის პალიტრა

ბაქრაძის შეთავაზება

"ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ეროვნული თანხმობის აქტის მიღებას სთავაზობს. "ჩვენ მზად ვართ, ყველა იმ საკითხში, რაც ეკონომიკას, ადამიანების დასაქმებას ეხება, კოორდინირებულად ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, რათა გაჩნდეს სტაბილურობის განცდა და ერთმანეთთან ჩხუბის ნაცვლად, ეკონომიკის განვითარებაზე ვიზრუნოთ. მაგალითად, ჩვენი ინიციატივაა, მივიღოთ ეროვნული თანხმობის აქტი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გარდამავალ ეტაპზე არსებულ სირთულეებს დაარეგულირებს და თავიდან აგვაცილებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს საზოგადოებასა და ეკონომიკას აქვს", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.