მიქაია დააკავეს - კვირის პალიტრა

მიქაია დააკავეს

სამართალდამცველებმა "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ რეზიდენციაში იმყოფებოდა, როდესაც იქ 50-მდე ადამიანი შეიკრიბა და პრეზიდენტისთვის რამდენიმე კითხვის დასმა მოითხოვა. თუმცა პოლიციელებმა კორდონი გააკეთეს და რეზიდენციასთან არავინ მიუშვეს. მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ მიქაია წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ის 100-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.