უარი ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე - კვირის პალიტრა

უარი ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე

რუსეთის საპატრიარქომ აფხაზებს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა. "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს თითოეული ადამიანის თავისუფალ მრწამსს, ისევე როგორც აფხაზი ხალხის რელიგიურ ტრადიციებს. თუმცა, მისი აღმსარებლობითი ნორმები საშუალებას არ იძლევა განვიხილოთ ორგანიზაციისა და ეკლესიის შიდა პრობლემები მათთან ერთად, ვინც ეკლესიის მიღმა დგას და არ იზიარებს ქრისტიანულ შეხედულებებს", - ასე უპასუხა რუსეთის საპატრიარქომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენლების წერილს. წერილის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.