"დენსუსის" დასკვნა
19-08-2013
"თავისუფალმა ზონამ" 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ამერიკული კომპანია "დენსუსის" დასკვნა გაავრცელა. მათი მტკიცებით, "დენსუსმა" დასკვნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით მოამზადა. დასკვნაში ნათქვამია, რომ მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ფარებით, ხელკეტებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ მოლოტოვის კოქტეილებიც ჰქონდათ. დოკუმენტის თანახმად, არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა შორის ცალკეულ პირს ლეგალურად ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. "არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომ ოფიცერთა ძალიან მცირე ჯგუფმა ძალა გადაჭარბებულად გამოიყენა. შეშფოთებას იწვევს სოციალური საშუალებების ზედმეტად აგრესიული გამოყენების შემთხვევებიც, როდესაც ამის
საჭიროება არ იყო. "თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ 26 მაისის ღამეს ოფიცერთა უდიდესი უმრავლესობა მოქმედებდა დისციპლინირებულად, მუდმივად ასრულებდა ბრძანებებს და იყენებდა მიზნის მისაღწევად პროპორციულ და აუცილებელ ძალას. ეს ნათლად დადასტურებულია", - ნათქვამია დასკვნაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით