ხარატიშვილი პოლიტიკაში წავიდა - კვირის პალიტრა

ხარატიშვილი პოლიტიკაში წავიდა

ზურაბ ხარატიშვილმა  ცესკოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. მისი თქმით, საქართველოში ახალი პოლიტიკური ცენტრი უნდა შეიქმნას. ხარატიშვილის ცნობით,  ედპ-ის ლიდერ ბაჩუკი ქარდავასთან და "ევროპელი დემოკრატების" ხელმძღვანელ პაატა დავითაიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. "ვინც არ გამოირჩევა რადიკალიზმით და გარკვეული პოლიტიკური ღირებულებები აქვს, ყველასთან ვითანამშრომლებ", - ამბობს ხარატიშვილი. მისი განცხადებით, პრეზიდენტისა და პრემიერისთვის ცნობილი იყო, რომ ის თანამდებობის დატოვებას აპირებდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).