"რუსეთთან ბუფერები არ გვჭირდება"
19-08-2013
"რუსეთთან ბუფერები არ გვჭირდება"
პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში არავითარი ბუფერები არ სჭირდება. "ჩვენ ახლო მეზობლური ურთიერთობა გვქონდა და ეს აუცილებლად უნდა აღვადგინოთ. რაც შეეხება ჩვენს აფხაზ ძმებს, რომლებთანაც ჩვენ ურთიერთობა აუცილებლად უნდა დავალაგოთ, ერთადერთი გზა არის მხოლოდ მეგობრული და მხოლოდ ძმური. და არც ერთ შემთხვევაში, საუბრის დონეზეც კი, ძალის გამოყენება არ უნდა იქნეს ნახსენები. ამისთვის ჩვენ სამართლებრივი, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და აფხაზებს ჩვენთან თანაცხოვრების ინტერესი გავუჩინოთ, დავარწმუნოთ
აფხაზები, რომ მათი პერსპექტივიდან გამომდინარე ჩვენთან უკეთესია", - განაცხადა ივანიშვილმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით