"ეკლესია ზნეობის სადარაჯოზე იქნება" - კვირის პალიტრა

"ეკლესია ზნეობის სადარაჯოზე იქნება"

გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას ბრძანა, რომ რაც საძაგელია ღვთისთვის, საძაგელი უნდა იყოს ადამიანისთვისაც. ქართველი კაცი არ შეიძლება უზნეობას შეეგუოს.

"ჩვენმა ერმა იცის, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, თუმცა ხშირად ჩვენც გადავცვივდებით ხოლმე უზნეობის ჭაობში, მაგრამ მოწყალე ღმერთი გამოგვაფხიზლებს ხოლმე. მაგალითად, მე რომ ცუდად მოვიქცე, ვიღაცამ უნდა მითხრას, რომ არ შეიძლება ასე, რაც უნდა მტკივნეული იყოს. ვალდებული ვართ, ერთმანეთს სწორი გზა სიყვარულით მივუთითოთ", - ბრძანა მეუფე იაკობმა და დასძინა, რომ ეკლესია ყოველთვის ზნეობის სადარაჯოზე იქნება.